2019 წლის 27-30 დეკემბერს, საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო კუნძულ ჰაინანის ქ. სანიაში გამართულ “Sanya International Cultural Industry Fair”-ზე.
სანიას გამოფენაზე საელჩოს ხელშეწყობით წარმოდგენილი იყო საქართველოს პავილიონი, სადაც ჰაინანზე მოღვაწე ქართველი მეღვინე ზაქრო გაგოშიძე აცნობდა სტუმრებს ქართული ღვინის კულტურას და ჩინეთის ბაზარზე ექსპორტირებულ კომპანია “გიორგიწმინდა”-ს პროდუქციას.