საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო პროფილის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური დაჯილდოების „ქართული ბრენდის დღის“ ფარგლებში, „საზღვარგარეთ ქართული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის“ დიპლომით მალმოს უნივერსიტეტის პროფესორი, კარინა ვამლინგი დაჯილდოვდა.
საქართველოს საელჩო შვედეთი სამეფოში უერთდება მილოცვას და წარმატებებს უსურვებს კარინა ვამლინგს მომავალ საქმიანობაში.