საფრანგეთის რესპუბლიკაში ყოფნის და შესვლის პირობები შეიცვალა.
მოქალაქეებმა, რომლებიც საფრანგეთში გამგზავრების მიზნით გადაკვეთენ შენგენის ზონის ნებისმიერ გარე საზღვარს, სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ მოქმედი სამედიცინო დაზღვევა, ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „დაზღვევამ უნდა დაფაროს ყველა სამედიცინო, საავადმყოფო მომსახურების და გარდაცვალების ხარჯები, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საფრანგეთში ყოფნის განმავლობაში, მათ შორის სამედიცინო გადაყვანის (რეპატრიაციის) ღირებულება მოქალაქეები, რომლებიც ვერ წარადგენენ ამ ტიპის დაზღვევას, შესაძლოა უარი ეთქვათ შენგენის ზონაში შესვლაზე“