“თბილისის ღია კორპორატივი”, 29 დეკემბერს, ღვინის ქარხანაში, გეპატიჟებათ ჩაის ცერემონიაზე, სადაც ორგანული ქართული ჩაის უფასო დეგუსტაციას შეძლებთ.
წარმოდგენილი იქნება ღონისძიების გენერალური პარტნიორის “ქართული ჩაი 1847” -ის სახეობები, რომელთაც საერთაშირისო აღიარება მოიპოვეს.
“ჩაის მასპინძელი” იქნება ანა ვართანოვა, Tea Talk Georgia პროექტის კოორდინატორი, ჩაის ოსტატი, საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი, Tea IN პროექტის ავტორი.
ამავე შეხვედრაზე თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ სასარგებლო ინფორმაცია სტუდიასა და პარტნიორების საქმიანობის შესახებ.
ჩაის ცერემონიის პარტნიორია საქართველოს ორგანული ჩაის მწარმობელთა ასოციაცია.
დასწრება თავისუფალია!