დღეს, ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის, ამერიკული საგამომცემლო სახლის “Nova Science”-ს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის “ქართუ” -ს მიერ მექნილი ინგლისურენოვანი სამტომეულის “Georgia. History. Culture. Ethnography” პრეზენტაცია შედგა.
არაერთხელ გაჟღერდა მნახველების მხრიდან გამოცემის უნიკალობის შესახებ და ეს მაღალი შეფასება კიდევ უფრო გვიმძაფრებს პასუხისმგებლობის გრძნობას, მაგრამ შემოქმედებითი და ტექნიკური ძალიან ჯგუფის კვალიფიკაცია და კომპეტენტურობა გვიმტკიცებს იმედს, რომ მკითხველს ექნება ადექვატური შეფასება. გუშინ კიდევ ერთხელ გადავხედე სამუშაოს მოცულობას და მასშტაბს და ის რეალურად შთამბეჭდავია, მასში მონაწილეობა მიიღო 102-მა ავტორმა. დიზაინი და სამშვენისების რაოდენობაც სასიამოვნო განცდას ჰბადებს.
1000 გვერდიან გამოცემაში შეტანილია 1444 ფოტო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფლეშმეხსიერებაზე დაფიქსირებულია 2491 აუდიო და ვიდეო უნიკალური მასალა.
მიუხედავად გაწეული დიდი შრომისა სწორედ დღეიდან იწყება ამ გამოცემის ავტორების და ორგანიზატორების ყველაზე ემოციური დრო, სწორედ ახლა უნდა შედგეს ამ ტომების და მკითხველის ჯანსაღი ურთიერთობა. განსაკუთრებით ინგლისურენოვან მკითხველებს ვგულსხმობ. როგორი ინება მათი შეფასება, შთაბეჭდილება, ემოცია.
გადაიქცევა, თუ არა ეს გამოცემა კიდევ ერთ საურთიერთო სარკმელად საქართველოსა და ეროვნული ძირველი კულტურის გაცნობის მსურველთა შორის. მინდა მჯეროდეს რომ გაჩნდება სურვილი და საჭიროება ამ ნამუშევრის ტირაჟის გაზრდის და მისი გამოცემის ქართულ და მსოფლიოს ენებზე.’’