“როგორც ქართველები ამბობენ, ის, თუ ვინ გადალახავს შენი სახლის ზღურბლს პირველი ახალ წელს, განსაზღვრავს როგორ ჩაივლის მომდევნო წელი. პირველი საათების სტუმარი, ცნობილი, როგორც მეკვლე, იღებს პასუხიმგებლობას ყველაფერ კარგზე, რაც მომდევნო წელს ხდება- არასასურველ სიახლეებზე კი მხოლოდ მხრებს იჩეჩავს” – ასე იწყება “ევრაზიანეტის” სტატია მასზე, ვინც სათაურის მიხედვით, “სანტაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია”.
გამოცემა ქართულ საახალწლო ტრადიციებს აცნობს მკითხველს, მათ შორის ბევრი საკმაოდ უცნაური და ქართველებისთვისაც კი უჩვეულოა – ეზოში, თოვლში გაშლილი საახალწლო სუფრისა არ იყოს. ავტორი უფრო ღრმადაც ინტერესდება და ცდილობს, გაარკვიოს, საიდან იღებს სათავეს მეკვლეობის ტრადიცია. რა ფრაზები არსებობს პროცესის უკეთ წარმართვისათვის და როგორი “დრამატურგია” უნდა ჰქონდეს ამ პროცესს.
“ევრაზიანეტი” ქალაქში ცნობილ რამდნიმე მეკვლესაც აცნობს მკითხველს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ – “ერთხელ მეზობელი 20 წუთი სიცივეში დავტოვეთ, კარები არ გაგვიღია, რადგან პირველი აუცილებლად მეკვლე უნდა შემოსულიყო სახლშიო”,- იხსენებს გამოცემის ერთ-ერთი რესპონდენტი.
ქართული ტარდიციებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, სათაური ნამდვილად არაა რეალობისგან შორის – აქ სანტასა და მის საჩუქარზე მეტად მეკვლე ფასობს.