ისრაელი ქალაქ ბათ-იამის აუდიტორიუმში ყოველწლიური პროექტის „გაიცანით თქვენი შვილები“ საიუბილეო, მეათე წარდგენა გაიმართა.
პროექტის იდეის ავტორმა, ლია კრიხელმა დამსწრე საზოგადოებას ისრაელში ამოსულ ქართველ ებრაელთა მესამე და მეოთხე თაობის 12 წარმატებული ახალგაზრდა წარუდგინა, მათ შორის, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ციპი ხოტოველი.
პროექტის მონაწილეებს და ორგანიზატორებს წარმატებული საქმიანობის 10 წლისთავი მიულოცეს საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ და ქალაქ ბათ-იამის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა.
საიუბილეო საღამო კონცერტითა და 2019 წლის პროექტის რჩეულთა დაჯილდოებით დასრულდა.