‘’გადავწყვიტეთ კიდევ ერთი წვეულება ვაჩუქოთ ქალაქს, მაგრამ ბოლო თვეებში იმდენი უარყოფითი რამ მოხდა, ძალიან გაგვიჭირდა ისეთი იდეის შერჩევა, სადაც გამოჩნდებოდა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაც.
და როგორც ხდება ხოლმე, იდეა თავისით მოვიდა ჩვენთან!
ezo X dze
dze – ტანსაცმლის ფსევდო ბრენდია, რომელიც საქართველოში ფილანტროპიის კულტურას ამკვიდრებს.
თავიდან, არავინ იცოდა რომ dze – ძეგვის თავშესაფარია და რომ კამპანიის მოდელები – ძეგვის თავშესაფრის მაცხოვრებლები არიან.
ჩაიცვი ქუჩის მოდა. ჩაიცვი ჯინსის ქურთუკი, ჩაიცვი ბოტასები, ჩაიცვი რაც ახლა ყველაზე მეტად არის მოდაში – ჩაიცვი 90-იანები.
დაიმახსოვრე და არასდროს დაივიწყო, რომ არიან სხვებიც – მსგავსი, ზოგჯერ იდენტური ჩაცმულობით, მაგრამ მათზე თითქმის არავინ საუბრობს.
მათი სოციალური მდგომარეობა მთლიანადაა დამოკიდებული საზოგადოების ჩართულობაზე და ამ საზოგადოებაში არსებულ ფილანტროპიის კულტურაზე.
ერთ კვირაში 30 წელი გადის 90-იანებიდან, როცა ყველას ერთნაირად გვიჭირდა.
10 წლის ბავშვები 40 წლის გავხდით! ახლა უკვე ჩვენ მოგვეთხოვება პასუხისმგებლობა!
მოდი ეზოში. იცეკვე, ისე როგორც ცეკვავდი შარშან, შარშანწინ, შარშანწინისწინ. გაიხსენე ყველაფერი ცუდი, რაც მოხდა ბოლო 30 წელში. გაუშვი ჰაერში. სიცივეში. გაატანე მუსიკას. იყავი იქ, სადაც ადამიანებმა იციან სხვების დახმარება.
ჩვენ გვჯერა, რომ შენ გინდა სხვასაც ჰქონდეს ახალი წელი.
28 დეკემბერს, 16:00 საათიდან
“ეზო”
ბილეთის ფასი “dze სამაჯური” – 10 ლარი.
თანხა სრულად გადაირიცხება თავშესაფარში.’’ წერს თავის ფეისბუკ გვერდზე DZE_georgian_project.