ტრადიციული ქართული სუფრის შემადგენელი რაჭული კერძი იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი სარესტორნო ქსელის, “მაცუიას” სწრაფი კვების რესტორნებში გამოჩნდა. “მაცუია” იაპონიაში ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ობიექტია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე რესტორანი აქვს.
იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, „მაცუიაში“ მისულ მომხმარებლებს, კერძთან ერთად, საქართველოს შესახებ მომზადებული სარეკლამო პოსტერიც ხვდებათ.
თავდაპირველად, ქართული კერძის დაგემოვნება „მაცუიას“ 70-მდე ობიექტში იყო შესაძლებელი, თუმცა პოპულარობის გამო, 2020 წლის იანვრიდან ქართული კერძის დაგემოვნება „მაცუიას“ თითქმის ყველა, ათასამდე ობიექტში იქნება შესაძლებელი.
წყარო: 1tv.ge