ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო აცხადებს სტაჟირების კონკურსს, რომლის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა 2 საუკეთესო საუკეთესო აპლიკანტს ექნება.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან მიღებული აქვს უმაღლესი განათლება.
საბუთები მიღება 25 დეკემბრიდან 2020 წლის 8 იანვრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
სტაჟირება, რომელიც საქართველოს დიპლომატიური სამსახურების მიერ წელიწადში ორჯერ ცხადდება, ანაზღაურებადი არ არის.