გალერეა 4710 და მინერალური წყალი ლიკანი წარმოგიდგენთ გიორგი გელაძის პირველ სოლო შოუს ‘’ღიმილი მოდის გულიდან’’.
გამოფენა გაიხსნება 22 დეკემბერს და 16 იანვრამდე გაგრძელდება.
ეს გამოფენა, ისევე როგორც ჩვენს სამყაროში არსებული შემოქმედების უმეტესი ნაწილი, სიყვარულს ეძღვნება, სიყვარულს, რომლის ცენტრშიც თითოეული ადამიანი დგას, როგორც ღმერთი.
ამბობენ, რომ თუ საკუთარ თავში რაიმე არ მოგწონს, ამას სხვა ადამიანებშიც ხედავ და გაღიზიანებს, მაგრამ როგორც კი მიიღებ საკუთარ სულსა და სხეულს ისეთს, როგორიც არის და შეიყვარებ მას, უკვე უანგარო სიყვარულის გაცემისთვისაც მზად ხარ. შენი გული იხსნება არა მხოლოდ სხვა ადამიანებისა თუ ცოცხალი არსებებისთვის, არამედ მთლიანად სამყაროსთვის. ამ დროს, ბუნების ყველა ქმნილებაში შეგიძლია დაინახო შენი პატარა ნაწილი, იგრძნო სამყაროს ერთიანობა და შენი ადგილი მასში.
გიორგი გელაძე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია, რომელიც თბილისში, 1996 წლის 3 თებერვალს დაიბადა. 2019 წელს დაამთავრა ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VA[A]DS.