ზუგდიდელმა მოსწავლემ, ნია ფიფიამ ამერიკელი სკოლელები ქართულად და მეგრულად აამღერა. საშობაო კონცერტზე სკოლის სასიმღერო გუნდმა ვახტანგ კახიძის „ოცდახუთსა დეკემბერსა” (ალილო) და მეგრული „კირიალესა“ შეასრულა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ნია ფიფია ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის #2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლეა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალ ლიდერთა ერთწლიანი გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფარგლებში იმყოფება.
წყარო: რადიო ათინათი