საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ორგანიზაციაში გამართულ ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ბაზრობაში, რომელიც 17 მცირე მეწარმე მონაწილეობდა.
საქართველოს საელჩოსა და IMO-ში მუდმივი წარმომადგენლობის მიერ ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრების ხელნაკეთი ნივთები და საჩუქრები, რომელიც საელჩომ საქართველოდან საგანგებოდ ჩაიტანა.
საქართველოში დაარსებული ორგანიზაცია “გამარჯვებულ ქალთა კლუბი / Winner Women’s Club” აერთიანებს ქალებს, რომლებმაც ძუძუს კიბო დაამარცხეს. მათ მიერ კლუბის არტ-თერაპიის კურსის ფარგლებში შექმნილი ხელნაკეთი ნივთები სხვადასხვა საქველმოქმედო გამოფენებზე იყიდება.
საელჩოს ინიციატივით საშობაო ბაზრობაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთში მოღვაწე ქართველებმა, კომპანიის “Walnut & Spice” დამფუძნებლებმა ანა თბილელმა და ზაზა ფულარიანმა, რომლებმაც წარმოადგინეს ქართული პროდუქცია, მათ შორის ჩურჩხელები, სუნელები და სოუსები; ხოლო მარია ჭიჭიაშვილმა (My Tiny World) სტუმრებს თავისი უნიკალური ხელნაკეთი მინიატურული ნამუშევრები გააცნო.
ბაზრობაზე გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხის ნაწილი ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ნაწილი კი “გამარჯვებულ ქალთა კლუბს” გადაეცა.