არტისტი, კალიგრაფი, მწერალი, მხატვარი, პოეტი, ხელოვნებათმცოდნე – ერთი ადამიანი 6 პროფესიით, რომელმაც ქართული კალიგრაფია ნამდვილ ხელოვნებად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, მოასწრო საკუთარი ნამუშევრებით ლუვრის ექსპერტები გაეოცებინა, კალიგრაფიული ნამუშევრებით შანელის მოდის სახლს ყურადღება მიეპყრო და 5 წიგნის, 600-მდე გრაფიკული ნამუშევრისა და 200-მდე კალიგრაფიული ნიმუშის ავტორი გამხდარიყო.
მისი ნამუშევრები რომის პაპ ფრანცისკესა და ელიზაბედ მეორის კოლექციებში და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებსა თუ არტ-კოლექციებში ინახება.
გიორგი სისაური ქართველი კალიგრაფია, რომელიც 7 წლიდან ბიბლიურ სცენებს, პორტრეტებს, ფიგურატიულ და აბსტრაქტულ კომპოზიციებს ხატავს. “ანბანთქება“- ასე ჰქვია მის ერთ-ერთ პროექტს, რომელსაც თავად ავტორი “მზითქმნილს” უწოდებს.
დაათვალიერეთ გიორგი სისაურის მიერ შექმნილი 33 საზედაო ასო – ქართული კალიგრაფიის ახალი სიცოცხლე, რომელშიც დამწერლობა ნამდვილ ხელოვნებად იქცა.