კონკურსი საქართველოს მოქალაქე იმ ახალგაზრდებისთვისაა გათვლილი, რომლებმაც ახლახან დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი ან ამჟამადაც სარგებლობენ სტუდენტის სტატუსით და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება.
სტაჟირება, სავარაუდოდ, მომავალი წლის აპრილიდან დაიწყება. განაცხადების მიღება კი მიმდინარე წლის 29 დეკემბრამდე, სპეციალური სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით იწარმოებს. წარსადგენ დოკუმენტთა შორის, აუცილებელია გერმანიაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს.