ილიას ილიადისი, იგივე ჯარჯი ზვიადაური უზბეკეთის ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შესახებ თავად ცნობილმა სპორტსმენმა დაწერა ინსტაგრამზე.
ჯარჯი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ძიუდოისტია. ის 2004 წლის ოლიმპიური ოქროს და 2012 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორია, 2010, 2011, 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონი, ასევე 2004 და 2011 წლის ევროპის ჩემპიონი.