საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “საინჟინრო ფიზიკის” სადოქტორო პროგრამის (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) სტუდენტი შალვა რობიტაშვილი გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2019 წლის გამარჯვებული გახდა.
პროგრამის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს, შეასრულონ თავიანთ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე, გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილი იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე.
პროექტის ფარგლებში შალვა რობიტაშვილი შეასრულებს ნაშრომს „სიმსივნეების ჰეტეროგენურობის მულტიმოდალური გამოკვლევა“ . მისი ხელმძღვანელები არიან იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ნადიმ ჯონ შა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი.