ნიკორწმინდის კათედრალის რესტავრაციას, როგორც წლის გამორჩეულ სარეაბილიტაციო პროექტს, არქიტექტორთა ასოციაციის – “არქიტექტურული პრემია 2019” -ის სპეციალური ჯილდო გადაეცა. მე-14 საერთაშორისო კონკურსზე საგანგებო პრიზი თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრი და მის ხელმძღვანელი – ნანა კუპრაშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა – ნიკოლოზ ანთიძემ დააჯილდოვა.
გაიწმინდა კათედრალის ფასადები;
ინექტირების მეთოდით კონსოლიდირდა ქვის ფრაგმენტირებული დეტალები;
გამაგრდა ერთიანი სტრუქტურის დაძრული ელემენტები;
რესტავრაცია ჩაუტარდა ეკლესიის ხატებს;
ინტერიერსა და ექსტერიერზესრული კონსერვაცია ჩაუტარდა კედლის მხატვრობას;
ახალი ანალოგებით ჩანაცვლდა ტაძრის კარ-სარკმელები;
განახლდა სახურავი, რომელიც სპილენძის საფარით გადაიხურა მოეწყო სათანადო განათების სისტემები;
რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩნდა და კონსერვირდა ადრეული რელიეფის უნიკალური ნაშთები;
ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა.
ნიკორწმინდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი აქვს მინიჭებული. 2007 წლიდან ხუროთმოძღვრული ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.