სერგო ფარაჯანოვმა ფილმი “საიათ ნოვა”, აგრეთვე ცნობილი როგორც “ბროწეულთა ფერი” 1968 წელს გადაიღო.
ეს არის კინოფილმი, რომელიც ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლიუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ კინოს შედევრად აღიარეს. ფილმი, რომლის ჩვენებაც საბჭოთა მთავრობამ აკრძალა – მათი აზრით, ის დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა, ხოლო თვით რეჟისორი ჰომოსექსუალობის ბრალდებით, 1973 წელს შრომით-გამასწორებელ კოლონიაში გადაასახლა, სადაც მან ოთხი წელი გაატარა.
ფილმი, რომელშიც ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელი 6 როლს (მათ შორის, მამაკაცის) როლსაც ასერულებს, XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული.