“Riga Symphony 2019” -ის გალა კონცერტზე, მსოფლიო ჰიტების ნომინაციაში გრან-პრი ახალგაზრდა ქართველმა შემსრულებელმა, მარიტა ცეცხლაძემ მოიპოვა. საერთაშორისო ვოკალური ფესტივალი ლატვიის დედაქალაქში ტარდებოდა და მასში 22 ქვეყნიდან მიწვეული ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ.
მარიტა ცეცხლაძესთან ერთად, ფესტივალზე საქართველოს ელზა კაზარიანი წარადგენდა.