ცნობილი ამერიკული გამოცემა “National Geographic” საკუთარი ონლაინ გვერდის მკითხველს იმ ადგილების სიას უზიარებს, რომლის ნახვაც მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი. გამოცემის სიაში ბევრისთვის ცნობილი თუ უცნობი ადგილები და ისტორიული ძეგლები შევიდა.
- კაცხის სვეტი – 40-მეტრიანი ბუნებრივი კირქვა, რომელზეც VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული მონასტერია აგებული.
- მცხეთის ისტორიული ძეგლები – ეს მისტიკური ქალაქი საქართველოს სულიერი გულია. ისტორიული ცენტრით, რომელიც იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაშია
- ხედი ჯვრის მონსატრიდან – რა თქმა უნდა, თავად მონასტერი ძალზე მნიშვნელოვანი ნაგებობაა, თუმცა ცალკე აღსანიშნავია ის ხედი, რომელიც მონასტრიდან მცხეთასა და მდინარე მტკვარზე იშლება
- ვარძია – კლდეში ნაკვეთი ისტორიული ძეგლი, რომელიც XII საუკუნით თარიღდება და იუნესკოს კულტურულ მემკვირეობათსა საცდელ სიაშია შეტანილი.
- უფლისციხე – კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი
- უძირო ტბა– საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ხედი რაჭის მაღალმთიანეთში. ტბა გამორჩეულია იმით, რომ საოცრად ირეკლავს ირგვლივ არსებულ მთებს
- ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი – ეს ადგილი საქართველოს ისტორიაში მრავალ ბრძოლასთან ასოცირდება. აქ არსებული ეკლესიათა კომპლექსი კი მე-13 საუკუნით თარიღდება. ადგილს დრამატულობას ირგვლივ არსებული ხედიც მატებს.
- თბილისის ოპერის თეატრი – 1851 წელს გახსნილი ეს ნაგებობა ნამდვილად ერთ-ერთი უმშვენიერესია ევროპაში
- გადაჭრილი გორა – ნეოლითური ხანის სოფელი. ითვლება, რომ პირველად მსოფლიოში, 8000 წლის წინ აქ დაამზადეს ღვინო
- გეორგიევსკის ხელშეკრულების მონუმენტი – 1983 წელს აგებული მონუმნეტი, რომელიც საქართველოსა და საბჭოთა კავშირის (რუსეთის) მეგობრობას მიეძღვნა. მიუხედავად იმისა, რას ფიქრობთ ხელოვნებაზე, ეჭვგარეშეა, რომ იგი შთამბეჭდავი ნაგებობაა.
- ჭიათურის საბაგირო გზები – გასულ საუკუნეეებში, მანგანუმის მოპოვებისას, ქალაქის არაერთგვაროვანმა რელიეფმა აიძულა ადამიანები გადაადგიების ასეთი საშუალება მოეფიქრებინათ. საოცარია, რომ ისინი არა უბრალოდ დღემდე შემორჩა, არამედ კვლავაც გამოყენებადია