საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა ბაქარ მაკარიძემ მონაწილეობა მიიღო უნგრეთის ქალაქ ბალატონფურედში გამართულ ყოველწლიურ ღვინის ფესტივალში, რომელიც საქართველოში უნგრეთის ელჩის ვიქტორია ჰორვატის პატრონაჟით გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში გამართული ღვინის დეგუსტაციაზე, კომპანიის „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) ხელშეწყობით, წარმოადგინეს ქართული ღვინოები.
ბაქარ მაკარიძემ უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან ერთად ისაუბრა ქართული ღვინის უნიკალურობაზე, სუფრის ტრადიციებსა და მრავალფეროვნებაზე.
ფესტივალზე წარმოდგენილმა ქართულმა ღვინოებმა ღონისძიების სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. უნგრელი მეღვინეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიით და გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვეს.