საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უნგრეთის საელჩო საქართველოში აცხადებს მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსს ილუსტრატორებისთვის, რომელიც თემატურად სულხან-საბა ორბელიანის ,,სიბრძნე სიცრუისას“ იგავ-არაკებს უკავშირდება.
უნგრელი ხელოვანი მიხაი ზიჩი არის ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების ავტორი. მხატვრის ნამუშევრები საქართველოს მუზეუმებშია დაცული.
კონკურსი ოფიციალურად 2020 წლის 1 იანვარს დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
კონკურის გამარჯვებული 2020 წლის აპრილში გამოვლინდება და სამი კვირით საერთაშორისო სახელოვნებო ბანაკში გაემგზავრება.