15 დეკემბერს, 15 საათიდან, ექსპო ჯორჯიიას III პავილიონში გაიხსნება ”გამოფენა ევროპაზე”. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ერასმუს+ ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში. გამოფენა გაიხსნება SALTO EECA-ს მხარდაჭერით და ახალგაზრდული ასოციაცია დრონის და თბილისის ახალგარზდული ცენტრების გაერთიანებასთან თანამშრომლობით.
გამოფენაზე თქვენ მთელი რიგი შემეცნებითი, საგანმანათლებლო, მუსიკალური და ჩართულობითი ღონისძიებები დაგხვდებათ:
„ევროპა ფოტო მარათონი“ – რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გადაღებული ფოტოების გამოფენა და გამარჯვებულის გამოვლენა;
ფორუმ თეატრი – ინტერაქტიული თეატრი, სადაც მაყურებელს შეუძლია ჩაერთოს და შეცვალოს პროცესი;
ცოცხალი ბიბლიოთეკა – აქ წიგნები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მოხალისეობასთან დაკავშირებულ გამოცდილებებს გაგიზიარებენ;
ლინგვო კაფე – მაგიდა, რომლიც შემოიკრებს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, პოლონურ, სომხურ და ესპანურ ენებზე მოსაუბრეებს და ლინგვისტებს, რომლებიც, ჩაატარებენ ენის სავარჯიშოებს და გაუზიარებენ დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას უცხო ენის სწავლების კუთხით.
არაფორმალური განათლების კუთხე – გაეცნობით მთელ რიგ აქტივობებს, რომლებიც დაფუძნებულია გუნდური მუშაობის სავარჯიშოებზე/სწავლებაზე.
სოციალური მეწარმეობის კუთხე – ზონა, რომელიც გაგაცნობთ სოციალური საწარმოების და საზოგადოებრივი პროექტების სხვადასხვა პრაქტიკას;
ეკო-კუთხეში – გარემოს დაბინძურებასა და მის ასარიდებლად და შესამცირებლად კრეატიული გზების გამოყენებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით პლასტმასის გადამუშავების ვორქშოფი გაიმართება;
დღის ბოლოს შეგიძლიათ ქუჩის მუსიკას მოუსმინოთ, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა არტისტები მიიღებენ.