იტალიელი მოგზაური (1586 – 1652), რომელმაც ირანში იმოგზაურა და იქ პირველად ნახა ქართველები, გაოცებული დარჩა მათი მომხიბლაობით. პიეტრო იმდენად იყო ქართველების სილამაზით აღფრთოვანებული, რომ ცოლად ქართველი ისფაჰანელი ტყვე გოგონა მოიყვანა, როცა მას უსაყვარლესი ცოლი მაანი გარდაეცვალა.
რაღაც თავისებური ნაკვთები და სინაზე აქვთ, დიდებული იერი, საუცხოო სახითა და ტანით, გარდა ამისა, მათ აქვთ ისეთი მიმზიდველი და ალერსიანი გამოხედვა, რომ მაყურებლისაგან თითქოს ტრფობას ითხოვენ, აქვთ ჭეშმარიტად გამჭრიახი და მახვილი გონება, არიან თავაზიანები, ზრდილნი, დარბაისელნი და გულთბილნი, მაგრამ ამავე დროს ამაყნი, ქედმაღალნი, დაუნდობელნი და ულმობელნი”