ისრაელში მიმდინარე 15 და 17- წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ საქართველოს ნაკრებში პირველი მედლები მოიპოვა.
96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ ვეკუამ ატაცში სამივე ცდა (118/122/126) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამასთან მეორე და მესამე მისვლაზე ევროპის რეკორდებიც გააუმჯობესა.
ვეკუა საუკეთესო იყო აკვრაშიც. მან სამივე მისვლა წარმატებით დააგვირგვინა (144/148/151) და ოქროს მედალი დაისაკუთრა. გარდა ამისა, სამივე შემთხვევაში ევროპის რეკორდები გააუმჯობესა.