პირველად საქართველოში, მხოლოდ ორი დღით, 400 წლიანი ისტორიის მქონე ჰუიჯუს ოპერის დასი მაყურებელს შეუძლია იხილოს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე.
ეს გახლავთ წარმოდგენა, რომელმაც გააოცა პეკინი და მსოფლიოს უჩვენა ინოვაციური იდეებისა და შეუცვლელი უნიკალური ტრადიციის თანხვედრა. შექსპირის ცნობილი პიესის ინტერპრეტირება, რომელიც ინოვაციური ქორეოგრაფიის, გამორჩეული ტექნიკის და საოპერო გამოხატულებების შერწყმას წარმოადგენს.
საოპერო თეატრის დადგმა მოიცავს ტექნიკურად რთულად შესასრულებელ აკრობატულ ილეთებს. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა არტისტების მიმიკასა და ჟესტებს.