სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის თეატრში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ზუგდიდისა და გორის სასულიერო სასწავლებლების მოსწავლეებმა სერბ თანატოლებთან ერთად გამართეს საქველმოქმედო კონცერტი – “ქართველი და სერბი ბავშვები ბავშვებისთვის”. კონცერტის მონაწილეებმა შეასრულებს სერბული და ქართული სიმღერები და საეკლესიო საგალობლები.
კონცერტს სერბ მაყურებელთან ერთად, სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სერბეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ.