სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით ელენე როგავა საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის შესახებ გვიყვება – დათი მარსელში ტაქსის მძღოლად მუშაობს, თუმცა, სხვა ტაქსისტებისაგან განსხვავებით, მისი საქმიანობა მხოლოდ მგზავრის გადაყვანით არ შემოიფარგლება. როგორც ამბობენ, დათი და მისი ოჯახი ხშირად გვერდით უდგანან მარსელში ჩასულ ქართველებს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ექმნებათ. მარსელის ქართული ტაქსის რეკომენდატორთა შორის ელენე როგავაცაა, რომელიც საკუთარ ისტორიას თავად ყვება:
“მინდა, მოგიყვეთ მარსელში მცხოვრებ საოცარ ქართველზე და მის უსაყვარლეს ოჯახზე. ვფიქრობ რომ ყველა უნდა იცნობდეს ამ უმაგრეს ოჯახს! მოგიყვებით მოკლედ ჩვენს ისტორიას:
მე და ჩემი მეგობარი წავედით მარსელში… რადგან ღამე გვიან ჩავდიოდით, გადავწყვიტეთ, ტაქსი აგვეყვანა. ერთ-ერთ ჯგუფში დაწერეს ქართველი ტაქსის ნომერი, რომელსაც შეეძლო, დაგვხვედროდა და წავეყვანეთ, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა და მაშინვე დავთანხმდით. ჩვენმა რეისმა ჩაფრენა დააგვიანა, ვფიქრობდი, რომ ტაქსი აღარ დაგველოდებოდა, მაგრამ გასასვლელში ვხედავ ადამიანს, რომელიც მზესუმზირას ჭამს და თან ჩაცმულობითაც განსხვავებულია (ძალიან გემოვნებიანი, როგორც ყველა ქართველი) მოკლედ ეგრევე მიხვდით და ვიცანით ეს უსაყვარლესი ადამიანი – დათი.
პირველივე წამიდან ამ ადამიანმა დაიწყო ჩვენზე ზრუნვა, გვიყვებოდა ისტორიებს, თუ როგორ უხაროდა ქართველების ნახვა და როგორ დაეხმარა რამდენჯერმე მარსელში ჩამოსულ დაბნეულ ქართველებს. რამდენიმე დღის წინ უსაყვარლესი ბებო და პაპა წავიყვანე სახლშიო ვერ მიასწრეს სადგურზე და ქუჩაში ხომ არ დავტოვებდიო. გვიყვებოდა გოგოზე, რომელიც ასევე ჩავიდა მარსელში და ქუჩაში აღმოჩნდა, მოკლედ მთელი გზა სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდით ბედნიერი და ამაყი ვიყავი ამ ადამიანით
თუმცა, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ იგივე შეიძლებოდა ჩვენც დაგვმართნოდა, მოკლედ მივედით სახლთან რომელიც airbnb- დან დავჯავშნე და თანხაც გადავიხადე, ყველაფერზე შეთანხმებულები ვიყავით თუმცა, მარსელში ჩაფრენიდან 20-ჯერ დავურეკეთ და არ გვპასუხობდა, ვწერდი watsup-ში ვწერდი airbnb-ის ჩატშ,ი ვურეკავდით მოკლედ ავაფეთქეთ, მაგრამმხოლოდ ავტომოპასუხე ირთვებოდა.
12 საათიდან ღამის 2 საათამდე (ზუსტად ამ დროზე ვიყავი შეთანხმებული) ვცდილობდი, რამენაირად ბინი მფლობელთან დაკავშირებას, მაგრამ ფეხებზე დაგვიკიდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში დათი ჩვენთან ერთად იყო, რეკავდა, არკვევდა, ხალხს ეკითხებოდა, ყველანაირად ცდილობდა დახმარებას, გვამშვიდებდა და გვეუბნებოდა, რომ ქუჩაში არ დაგვტოვებდა და წაგვიყვანდა სახლში. მაშინვე დაურეკა თავის უსაყვარლეს მეუღლეს – სალომეს და უთხრა, ორი ქართველი გოგო მომყავს და მოუმზადე ოთახიო, გზაში გვიყვებოდა ორ პატარაზე, რომელიც სახლში გველოდებოდა
თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლშიო, გვეუბნებოდნენ. დილით წავიდნენ და მოიტანეს უამრავი კრუასანი, ნამცხვრები, ჯემები მოკლედ, რაც ქონდათ და არ ჰქონდათ – ყველაფერი გამოგვიტანეს და გაგვიმასპინძლდნენ, უბრალოდ არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა ამ ხალხისთვის, რომელი მადლობის ფორმით შეიძლებოდა მადლიერების გამოხატვა.
მესამე დღეს მივდიოდით ნიცაში, არ გაგვიშვეს რატო მიდიხართ სხვა სასტუმროში, აქ დარჩით დღესაც და ხვალ მე თვითონ ჩაგსვამთ და გაგაცილებთ ნიცაშიო, ძალიან გვერიდებოდა თუმცა, ასეთ ადამიანებთან ერთად ყოფნას არაფერი ჯობდა! მოკლედ 2 ღამე დავრჩით ამ ოჯახში. ჩემთვის და ეს მოგზაურობა მარტო იმიტომ იყო დაუვიწყარი, რომ ეს ოჯახი გავიცანით, ამდენი სითბო და სიკეთე დავინახე.
მე მჯერა, რომ ქართველები განსაკუთრებული ერი ვართ! განსაკუთრებულად გვიყვარს და განსაკუთრებული მეგობრობა შეგვიძლია!
კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს მადლობა, თუმცა რომელი სამადლობელი სიტყვა შეეფერება ამ ყველაფერს, არ ვიცი. ძალიან გვიყვარხართ!
ვისაც დაგჭირდებათ მგზავრობა მარსელში დაურეკეთ, მისწერეთ, თქვენ იმგზავრებთ არა მარტო კომფორტულად, გაიცნობთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანს და დარწმუნებული ვარ, ერთი ნახვით შეგიყვარდებათ… უბრალოდ ერთი პატარა თხოვნა მექნება თქვენთან, ვინც წახვალთ, წაუღეთ მზესუმზირა, ძალიან, ძალიან უყვარს და სამწუხაროდ, საფრანგეთში არ იყიდება. ძალიან, ძალიან გაახარებთ” – წერს ელენე როგავა.