500 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი, სხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, წალკაში, დაშბაშის კანიონზე მოეწყობა. პროექტს ისრაელის კომპანა KASS LAND (იგივე Kass Group) განახორციელებს.
მთლიანად პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 45 მილიონი დოლარია.
პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას, KASS LAND-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ტომერ მორ-იოსეფმა განაცხადა, რომ პროექტირებისას მნიშვნელოვანი იყო არ დარღვეულიყო კანიონის ბუნებრიობა და შეენარჩუნებინათ ის სილამაზე, რის სანახავადაც წალკაში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ტურისტები. ასევე მან განაცხადა, რომ ხიდზე დამონტაჟდება კამერები და სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მას ჩიტებისგან დაიცავს.
ხიდის მშენებლობისთვის შემუშავებულმა უჩვეულო პროექტმა და უნიკალურმა ტექნოლოგიებმა მსოფლიო ყურადღება უკვე მიიპყრო.
დაშბაშის კანიონი თბილისიდან 90 კილომეტრში მდებარეობს და ამ ადგილს ყოველწლიურად 180000 ადამიანი სტუმრობს.
უნიკალური მინის ხიდი 2020 წლის ივლისში გაიხსნება. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ღირსშესანიშანობის გახსნის შემდეგ წალკას მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა.