13 დეკემბერს, British Council Georgia Tempo RadioLab, KHIDI/G2-სთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ვორქშოპს, რომელსაც ბრიტანელი მუსიკოსი, დიჯეი და რადიო სელექტორის წამყვანი ჯემზ სუპერნოვა ჩაატარებს.
15 დეკემბერს კი ჯემზ სუპერნოვა ლაივ სეტს ხიდში დაუკრავს.
ჯემზ სუპერნოვა ახალი თაობის ერთ – ერთი თვალსაჩინო ბრიტანელი ქალი დიჯეია. ის ცვლილებების ინიციატორი და BBC – ის რადიოში რადიო პლატფორმა DIY Generation-ის შემქმნელი არის. ეს პლატფორმა ორიენტირებულია ახალგაზრდებზე, განსაკუთრებით ქალებსა და ფერადკანიანებზე, რომლებიც თავად ზრუნავენ საკუთარი კარიერის განვითარებაზე.
ჯეიმზ სუპერნოვას ვიზიტი საქართველოში ორგანიზებულია ბრიტანეთის საბჭოსა და რადიო ტემპოს მიერ და არის ბრიტანეთი – საქართველო 2019 სეზონის ნაწილი.
დიდი ბრიტანეთი – საქართველო 2019 სეზონი ბრიტანეთის საელჩოს და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად წარმოდგენილი 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი სპეციალური პროგრამაა, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან იანვრამდე ხორციელდება.