ირლანდიაში, საქართველოს საელჩოში, ახლადდაარსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციის საბჭოსთან, მის თავმჯდომარესა და წევრებთან – ლელა შურუპოვასთან, გუცა წერეთელთან, თამარა სამქანაშვილთან, ნუნუ ავგროზაშვილთან და გიორგი ანთიასთან შეხვედრა გაიმართა
საბჭოს წევრებმა საელჩოს გააცნეს თავიანთი ხედვა დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით, განიხილეს ორგანიზაციის სამომავლო გეგმები, პროექტები და ინიციატივები. თავის მხრივ, ელჩმა მადლობა გადაუხადა საბჭოს თითოეულ წევრს ორგანიზაციის დაარსების ინიციატივისთვის და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.