ესტონეთის დედაქალაქ ტალინის ცენტრში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი, “რაუას მწვანე სივრცე” დღეს გაიხსნება. ამავე გამწვანებულ სივრცეში გასულ წელს ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა.
საქართველოსადმი მიძღვნილ სკვერს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ ყარაულაშვილი და ტალინის მერი, მიხაილ კილვარტი გახსნიან. სკვერი, ორივე მხარის შესაბამისი უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქართული დიზაინით გაფორმდა.