ბრიტანელი ფოტოგრაფი, მაიკ გოლდვოტერი 1993 წლის სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა. მის ობიექტივში მოხვდა და ისტორიას შემორჩა აფხაზეთის ომის უიშვიათესი კადრები და ის ემოციები, რომლებიც სამშობლოდან გამოძევებული ადამიანების სახეზეა აღბეჭდილი.
მაიკ გოლდვოტერი 6 სხვადასხვა ჯილდოს მფლობელია. ის ასევე იღებს ფილმებს. მისი ფოტონამუშევრები ქვეყნდება ისეთ გამოცემებში, როგორიცაა TIME, The Guardian, The Telegraph, The Independent და სხვა.
წყარო: დავით ლაცუზბაია