კაიროში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის დედაქალაქ კაიროში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული საღამო და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, სახელწოდებით „Wine and More…”.
დეგუსტაციას ესწრებოდნენ კაიროში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და “გაეროს” სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ დიპლომატებს ქართული ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ეგვიპტეში ქართველი სტუდენტების მიერ შესრულებულ ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს, რამაც მოწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
საღამოს მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე ნალბანდოვმა.