„მე მჯერა ჟიურის წევრებს შემოვაბრუნებ. ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება“ ასეთი განწყობით გავიდა ქართველი სოფიო სააკაშვილი თურქული ვოისის სცენაზე და სიმღერის დაწყებისთანავე აღფრთოვანება დაიმსახურა.
‘’9 წელია ამ პროექტში ვარ და ასეთი ხმა არ მომისმენია“ – ასე შეაფასა ჟიურის ერთმა წევრმა სოფიოს გამოსვლა.
ჟიურის ოთხივე წევრი ცდილობდა მის გადაბირებას, საბოლოოდ სოფიომ მწვრთნელად მურატ ბოზუ აირჩია.