სლოვაკეთის რესპუბლიკაში ქართველმა მოკრივეებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს და ქალაქ ნიტრაში გამართულ ღია ჩემპიონატში ჩემპიონების ტიტულები მოიპოვეს.
ჩემპიონი გახდა წარმატებული ქართველი სპორტსმენი ზემძიმე (91+კგ) კატეგორიაში და სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი, გივი მიქელაძე. ეს მისთვის სლოვაკეთის ჩემპიონის მესამე ტიტულია, პირველად გივი მიქელაძე ჩემპიონი 2015 წელს გახდა, ხოლო მეორედ მან ეს ტიტული 2018 წლის დეკემბერში მოიპოვა.
სლოვაკეთის რესპუბლიკის მეორე ქართველი ჩემპიონი 75 კგ. წონით კატეგორიაში ალექსანდრე გოგოლაძე გახდა. ეს მისთვის სლოვაკეთის ჩემპიონობის პირველი ტიტულია.
წარმატებას მიაღწია ახალგაზრდა ქართველმა მოკრივემ თორნიკე ჭოხონელიძემაც, რომელმაც 69 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი მოიპოვა.