ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბარიტონის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი გრან პრის გარეშე დასრულდა.
საერთაშორისო ჟიურიმ, რიმლის თავმჯდომარეც საქველმოქმედო ფონდის ‘’მსოფლიო ტალანტების’’ დამფუძნებელი დავით ღვინიანიძე იყო, წლევანდელი კონკურსი უმაღლეს დონეზე შეაფასა და ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას კონტრაქტი შესთავაზა .
კონკურსი საოპერო ჟანრში უკვე სამი წელია ტარდება, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე შემდგარი, თუ დამწყები მომღერლები მონაწილეობენ .
პირველი ადგილი ბრაიან მერაის ერგო, ბარიტონს, რომელიც დავით ღვინიანიძესთან ერთად, 22 დეკემბერს, კარნეგი ჰოლის სცენაზე იმღერებს.
დავით ღვინიანიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქარველოდან ნიჭიერი მომღერლების ვიზირება მომავალ წელსაც მოხდება და ქართველები ამ კონკურსზე თავიანთ ღირსეულ სიტყვას იტყვიან საოპერო ჟანრში.