ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა სპორტსმენებმა ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვეს.
მეორე და მესამე ადგილები ამერიკელმა მოციგურავეებმა დაიკავეს.
„ყოველ ახალ სტარტს დიდი მნიშვნელობა აქვს ახალბედა სპორტული წყვილისათვის, ეს გამარჯვება კი დიდი სტიმული იქნება მათთვის სეზონის ისეთი მთავარი ტურნირების წინ, როგორიცაა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები და იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი. ვულოცავთ ქართველ სპორტსმენებს ოქროს მედლებით შეფასებულ ამ წარმატებულ შედეგს“, – ნათქვამია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადებაში.
ამ ტურნირამდე, ნოემბერში, ლუკა ბერულავა და ალინა ბუტაება რიგაში იუნიორთა შორის გრან-პრის მფლობელები გახდნენ