„30 საუცხოო რამ, რაც თბილისში უნდა გააკეთო“- ცნობილი მოგზაურების რჩევები

„მოგესალმებით, მოგზაურებო. ჩვენ ცოლ- ქმარი, მარგარეტ რეგი და ნიკ ბერნსი ვართ – მწერალი იტალიიდან და ფოტოგრაფი ავსტრალიიდან. ლონდონის სასურსათო ბაზრის მტვრიან კუთხეებში შეხვედრის შემდეგ, (სადაც ორივენი ვმუშაობდით) გადავწყვიტეთ, ჩვენი წინსაფრები კამერით ჩაგვენაცვლებინა და გვეყიდა ცალმხრივი ბილეთი სამხრეთ ამერიკისაკენ. მას შემდეგ დავიწყეთ მოგზაურობა და წერა მსოფლიოზე.“  

მარგარეტი წერს თავგადასავლებისა და კულტურული მოგზაურობის შესახებ, იგი რამდენიმე მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებულია მათ შორის „the 2012 Guardian Travel Writer of the Year competition“. რაც შეეხება ნიკს, მისი მთავარი საქმიანობა ველური ბუნების ფოტოგადაღებაა. მისი ფოტოები გამოქვეყნებულია სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში, მათ შორის Guardian-სა და Wall Street Journal-ში.

 

ცნობილი მოგზაური წყვილი საკუთარ ბლოგზე, “The Crowded Planet” საქართველოს შესახებ მომზადებულ ბლოგპოსტს აქვეყნებს. “30 საუცხოო რამ, რაც თბილისში უნდა გააკეთო & საუკეთესო რესტორნები“ ასე დაარქვა მარგარეტმა საკუთარ წერილს, რომელიც ნიკის მიერ გადაღებული ფოტოებით გააფორმა.

“ერთი კვირა არ იქნება საკმარისი თბილისის სრულად შესაგრძნობად, აქ იმდენი რამაა სანახავი… ეს დრო არც ჩვენ გვეყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი მეორე ვიზიტია. თავადაც დარწმუნდებით ამაში, თუკი საქართველოს გასაოცარ დედაქალაქს ეწვევით და საკუთრ თავზე გამოცდით ქალაქის საუცხოო ტურისტულ ატრაქციებს.

ჩვენი მოგზაურობის ფარგლებში, დაგეგმილი გვქონდა საქართველოს სხვა ქალაქების მონახულებაც, თუმცა თბილისში შემოვრჩით და მივიღეთ მრავალი შემოთავაზება, გამოვსულიყავით კონფერენციებზე და გვესაუბრა ეკოტურიზმისა თუ  ციფრული ტექნოლოგიების შესახებ. ეს შანსი გამოვიყენეთ არა იმიტომ, რომ კონფერენციაზე გამოსვლა გვსურდა, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო შანსი კიდევ ერთხელ დავბრუნებულიყავით საქართველოში და ამჯერად სწორად დაგვეთვალიერებინა ყველაფერი.

ერთი კვირა არაა საკმარისი თბილისის სრულად შესაგრძნობად, მაგრამ საკმარისია იმის გადასაწყვეტად, რომ აქ აუცილებლად უნდა დაბრუნდე.

ახლა კი გიზიარებთ ჩემს თბილისურ სახელმძღვანელოს, რომელიც ოთხ ნაწილად დავყავი:

  • რა უნდა ნახოთ თბილისში
  • უცნაური ტურისტული სანახაობა
  • საუკეთესო რესტორნები და ღვინო
  • ყოველდღიური ვიზიტები თბილისიდან

რა უნდა ნახოთ თბილისში

  • აღმოაჩინეთ ძველი თბილისი – ეს არის თბილისის მშვენიერი გამოსახულება, პატარა ქუჩებით, ლაბირინთებში ჩამალული ფერადი სახლებით, მოხეტიალე კატებითა და ეზოებში გაზრდილი ვენახებით. დიახ, გსმენიათ, რომ ყურძენი პირდაპირ ქალაქის ცენტრში იზრდება? –  ეს ავლენს საქართველოს ათასწლეულის სასიყვარულო კავშირს ღვინოსთან.
  • აბანოთუბანი – ძველი თბილისის გოგირდის აბანოები – ძველ თბილისში ყოფნისას, მარტივია, მიაგნოთ გოგირდის აბანოებს. მიჰყევით თქვენს ყნოსვას და ყურადღება გუმბათებს მიაქციეთ. სწორედ გუმბათთა ქვეშ იპოვით „თბილ წყლებს“, რომლებსაც ქალაქის დაარსება და მისთვის „თბილისის“ დარქმევა უკავშირდება.

 

 

  • ბეთლემის ეკლესია და სამების ტაძარი – სამება ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური ეკლესიაა მსოფლიოში, რომლის ნახვაც მთელი ქალაქიდან შეიძლება.
  • თბილისის ბოტანიკური ბაღი – მართლაც სასიამოვნოა სანახავია კაფე, იაპონური ბაღი და უამრავი საუცხოო ხეებით გაფორმებული ბილიკი. განსაკუთრებით, შემოდგომისფრად შეფერადებული.

 

  • საბაგირო გზით ნარიყალას ციხემდე – რიყის პარკიდან მთის წევრამდე მიმავალი გზა, რომელიც მდინარე მტკვარს ჰაერში კვეთს.
  • რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი
  • თბილისის ზღვა
  • მთაწმინდის პარკი

 

  • „ქართლის დედა“ – ადგილი, რომელიც ჩემი პირველი ვიზიტიდან მახსოვს. ვიზიტორები მას 1958 წლიდან სტუმრობენ.
  • “მშვიდობის ხიდი”

 

 

 

 

ქალაქის უჩვეულო და განსხვავებული სანახაობა

  • საქართველოს ბანკის შენობა
  • გუდიაშვილის მოედანი

 

 

 

 

 

  • „გალერეა 27“
  • მშრალი ხიდი – ფლო მარკეტი შუა ქალაქში
  • ძველი თბილისური სადარბაზოები და მათი ფერადი კარები

ქალაქში იპოვით საუკეთესო ღვინოებსა  და რესტორნებს. მაგრამ თუ თბილისიდან ერთი დღით გასვლა მოგინდათ,  შეგიძლიათ არჩევანი მცხეთაზე ან გორზე შეაჩეროთ“ – ვკითხულობთ მოგზაურების რჩევებში.

ავტორები მკითხველს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებენ და რამდენიმე რჩევასაც აწვდიან, მათ შორის ფრენებისა და ქვეყანაში გადაადგილებისათვის ყველაზე აპრობირებული ტრანსპორტის, ე.წ მარშუტკის შესახებ.