ორჰან ბერიძე საქართველოდან თურქეთში გადასახლებული მეოთხე თაობის ქართველია, რომლის წინაპრებიც აჭარიდან იყვნენ. იგი ქალაქ სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრის ერთ–ერთი დამფუძნებელია, სადაც 30-ზე მეტ ენაზე თარგმნილი „ვეფსხისტყაოსანი” ინახება. აქვე ატარებენ კულტურულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს ადგილობრივებისათის საქართველოს უკევთ გასაცნობად.
ორჰან ბერიძემ ქართული ენა 45 წლის ასაკში შეისწავლა, ზეპირად იცის ,,ვეფხისტყაოსნის’’ უამრავი თავი და გენიალურ ქართულ პოემას თურქეთში მცხოვრებ ქართველობასაც აცნობს, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კი მცირე ზომის წერილს აქვეყნებს , სახელად „ …და მე ლოცვა გავაგრძელე“
2007 წელი. ის დრო, როდესაც, ,,ვეფხისტყაოსნის“ კუპლეტების შესწავლა დავიწყე. დასაწყისში სამი კუპლეტი შევისწავლე.
მე ახლაც ლექსებზე ძილში ან მგზავრობისას ვმუშაობ, რადგან სხვა დროს დათვირთული ცხოვრება მაქვს… ერთხელ სადღაც მივდიოდი ავტობუსით, ავტობუსში სულ 10-მდე მგზავრი იყო. ზოგი სკამი ცარიელი იყო, მე კი შუაში ვიჯექი.
მაშინ ამოვიღე ჯიბიდან ხელით დაწერილი ფურცელი და უკვდავი პოემის დასაწყისი კუპლეტების შესწავლა განვაგრძე. ისე გულით და სულით ვკითხულობდი. უხმოდ…
გარკვეული დროის შემდეგ, აზრზე რომ მოვედი, მერე მივხვდი, უი თურმე მე ავტობუსში ვყოფილილვარ. რამდენიმე უკანა სკამიდან ერთმა პიროვნებამ გაოცებულად შემომხედა და თითქოს მეუბნებოდა – “ყოჩაღ! ღმერთმა მიიღოსო.” ალბათ ადამიანმა იფიქრა , რომ მისთვის უცნობი ქართული ასო-ბგერები არაბული იყო. ალბათ, ლოცულობსო, ეგონა. უცებ შერმცხვა, რომ არ ვლოცულობდი, მე ლექსზე ვმუშაობდი.
მერე დავფიქრდი, რომ ,,ვეფხისტყაოსანიც’’ ლოცვაა
და მე ლოცვა გავარგძელე!”