ზუგდიდელი თამარ ხაზალია იტალიაში, გალლიპოლიში გამართულ სმენადაქვეითებულთა სილამაზის მსოფლიო კონკურსში Miss & Mister Deaf Stars 2019 “მისს ფოტოგენურობის” ტიტულის და მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ის ამ კონკურსში საქართველოს ყრუთა საზოგადოების ინიციატივით მოხვდა. ამავე კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი და “მისტერ ფოტოგენურობა” ასევე საქართველოს წარმომადგენელი აკაკი ცანკაშვილი გახდა.
მე მესამე ადგილი დავიკავე. ყველა გრძნობა ერთად მერეოდა, დიდი სიხარული იყო. ეს ის შემთხვევაა, რომლის დავიწყებაც ცხოვრებაში შეუძლებელია. მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა ვყოფილიყავი ასეთი მასშტაბის კონკურსის მონაწილე” – წერს თამარი.
18 წლის თამარი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. თავისუფალ დროს კი ყრუთა კავშირთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ლილეში” ცეკვავს, ან ხატავს. ასევე ამუშავებს საგალობლებს ჟესტურ ენაზე. აკაკიც მე-11 კლასის მოსწავლეა და ისიც თავისუფალ დროს სმენადაქვეითებულთა კავშირთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ლილეში” ცეკვავს.