ნეაპოლის უნივერსიტეტში “L’Orientale” შალვა ბერიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე მონაწილეობდა.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან ლუიჯი მაგაროტო, ადრიანო როსი, ლორენცო პუბლიჩი და სხვები. კონფერენციაზე მოხსენებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს უფროსი მარიამ ოძელი და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები გამოვიდნენ,
კონსტანტინე სურგულაძემ კონფერენციის მონაწილეებს, ქართველ და იტალიელ მეცნიერებს სიტყვით მიმართა, რომელშიც საქართველო-იტალიის კულტურული და სამეცნიერო კავშირების ისტორიასა და შესაძლებლობებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ნეაპოლის უნივერსიტეტის რექტორს ქ-ნ ელდა მოლრიკიოს და აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვის კათედრის ხემძღვანელს ბატონ მიკელე ბერნარდინის 2018 წელს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის აღდგენისათვის, რომელსაც იტალიაში მოღვაწე, ცნობილი ქართველი მკვლევარი , პრფესორი გაგა შურღაია ხელმძღვანელობს.