ქალაქ ბაქოში, მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სოლო-კონცერტი გაიმართა. კაპელა, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, მსმენელის წინაშე ქართული და უცხოური კომპოზიციებით წარსდგა.
კონცერტის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ მიმართეს.
კონცერტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორისა და აზერბაიჯანის კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.