2020 წლის 31 იანვარს , გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში მუსიკოსის ოთარ მაღრაძის სოლო კონცერტი გაიმართება.
ოთარ მაღრაძე: „ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აღმაშენებელზე, ერთ – ერთ ბარში ვუკრავდი. იქ იმყოფებოდა გერმანელი წყვილი, რომელიც ჩემი შესრულებით აღფრთოვანებული დარჩა. სწორედ ამ დროს, ბარში გერმანია საქართველოს კულტურული ურთიერთობების ხელძღვანელი თომას ფიშინგერი იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად და მან მიმიწვია გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში. კონცერტი გაიმართება ქალაქის ერთ – ერთ პრესტიჟულ დარბაზში . ამ კონცერტის დაგეგმვაში ასევე ძაალიან დამეხმარა ქალბატონი ნანა ტეტელოშვილი.”
იგი საარბრიუკენის, ჰანოვერის, ტალინის, ნანტის, მოსკოვის, დონეცკის, ერევნის, რიგის, ვილნიუსის ჯაზ-ფესტივალების ლაურიატია. ჩაწერილი აქვს 4 დისკი და უკრავდა ისეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ჩაკა ხანი, ბობ მონცერი, ბენი გოლსონი და სხვები.
მან ახლახანს გამოსცა თავისი ჯაზური კომპოზიციების ნოტები – ‘’ რვა ჯაზური კომპოზიცია’’, რომლის პრეზენტაცია 11 დეკემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი შედგება და ნოტების გარკვეული რაოდენობა საჩუქრად დარიგდება.