იტალიური გამოცემა, „L’Opinione“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. სტატიაში რუსეთი ოკუპანტად, ხოლო აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიადაა მოხსენიებული
„2014 წელს ყირიმის რუსული ანექსია და დონბასის რეგიონში არსებული მუდმივი არასტაბილურობა, სადაც ეუთოს ორგანიზაციის მისია აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევებზე მუშაობას და მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებზე განხორციელებული შეტევების შესახებ ინფორმაციას მუდმივად გვაწვდის.
დონბასი წარმოადგენს დრამატულ მაგალითს, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო მეტად ხედავენ რუსეთისაგან მომავალ საფრთხეებს. კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა უკვე აკრძალა რუსული ავიახაზების ფრენები საქართველოს მიმართულებით, რითაც სცადა, კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ბლოკადა განეხორციელებინა.
”ღონისძიება გამოწვეულია საავიაციო უსაფრთხოების გარანტირების აუცილებლობით”, – განაცხადა რუსეთის ხელისუფლებამ ბლოკადის დროს. ორ ქვეყანას აღარ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, რომელიც აფეთქდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების გარშემო. ამ რეგიონების დამოუკიდებლობა მხოლოდ მოსკოვმა აღიარა და დღემდე ინარჩუნებს იქ მნიშვნელოვან სამხედრო გავლენასაც.
საკითხი კიდევ ერთხელ გაამწვავა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტმა. ცნობილი ქართველი ექიმი რუსეთის მიერ კონტროლირებადი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ არის დაკავებული. საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, ექიმი სოფელ ორჭოსანში დააკავეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ერთ-ერთ სოფელში გადავიდა, რათა საოკუპაციო საზღვარს მიღმა მყოფ პაციენტს დახმარებოდა.
ექიმის მიმართ ბრალდების განაჩენი გამოტანილი იქნა რუსეთის ხელისუფლების მიერ 15 ნოემბერს და დღესაც გრძელდება გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება, „დამნაშავემ“ მხოლოდ ის იცის, რომ პატივს სცემს ჰიპოკრატეს ფიცს. ამან გამოიწვია აღშფოთება მთელს საერთაშორისო საზოგადოებაში და უამრავმა დასავლურმა მედიამ დაგმო ფაქტი.
„Euronews- მა“ და „New York Times“– მა საქმე საზოგადოების დღის წესრიგში დააყენეს და ექიმის დაპატიმრება მოიხსენიეს სასჯელად იმ ადამიანებისათვის, რომელთაც არ სურთ რუსეთის პოლიტიკური უზენაესობის აღიარება.
ქართველებმა და მრავალრიცხოვანმა ქართულმა დიასპორამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის საელჩოებთან გამართეს საპროტესტო აქცია, მათ შორის იტალიაშიც. ნახევარკუნძულზე გამაღტულ აქციებს ქართულ დიასპორასთან ერთად, იტალიელებიც შეუერთდნენ.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქართველები და არა მარტო ისინი აპროტესტებენ ქართველი ექიმის უკანონო დაკავებას, ჰეშთეგით #თავისუფლებავაჟაექიმს“ – წერს იტალიური გამოცემა
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა. 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც, დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ექიმი დღემდე ცხინვალის იზოლატორში რჩება.