დღეს საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში, სპეციალურად ქართული დიასპორისათვის მოწვეულ მომღერლებს, ნეკა სებისკვერაძესა და დავით ნოზაძეს უმასპინძლებს.
ქართველთა სათვისტომო „ივერია“ ქალაქ პრაღაში 2014 წელს დაარსდა. მისი მიზანია ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია ჩეხეთში, ადგილობრივი საზოგადოების დაინტერესება საქართველოს ტურისტული პოტენციალით და იქ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების გაერთიანება. ქართველთა სათვისტომო „ივერიას” თავმჯდომარე მადინა ბოკერია-კრიჟი გახლავთ.
საღამო საქართველოს საელჩოში გაიმართება.