ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორის, კომპოზიტორის და პიანისტის, ნიკოლოზ რაჭველის მიერ დაწერილი მუსიკა ევროპის საბჭომ ჭადრაკის ოფიციალურ ჰიმნად დაამტკიცა.
უჰ რა მაგარი შეგრძნება ყოფილა!!!
დიდი მადლობა ჩემო უძვირფასესო ზურა და თეა ასეთი რამ რომ განმაცდევინეთ!!!!
დანარჩენს მერე მოვყვები. მონტეკარლოში ჭადაკის ევროპის პირველი დაჯილდოვების ცერემონია ახლახანს დასრულდა, მე კი ვცდილობ სამახსოვრო ფოტოები გადავიღო ბავშვობის დროინდელ კუმირებთან…
მამაჩემი, რომელიც ჭადრაკის უდიდესი ქომაგი იყო, ვიდრე მყავდა (13 წლის ასაკამდე) მოასწრო ჩემშიც ჩაენერგა იგივე დამოკიდებულება, ამიტომ დღეს ის ყველაზე ბედნიერი და ამაყი იქნებოდა ჩემით…’’