თბილისის კინოფესტივალისა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, 2 დეკემბერს, თბილისს ინგლისელი დრამატურგი და კომპოზიტორი ნილ ბრენდი ეწვევა, რომელიც ”ფაბრიკაში” ვორქშოპს გამართავს.
განრიგი:
14:00–15:15 ჰიჩკოკის „შანტაჟი“. კინოსა და მუსიკის ისტორიული მიმოხილვა.
15:45–17:00 ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენა კინომუსიკაზე.
ამჟამად, ნილი მჭიდროდ თანამშრომლობს BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან. ლონდონში შესრულდა მისი აღიარებული საორკესტრო პარტიტურები ისეთი უხმო ფილმებისათვის, როგორიცაა ალფრედ ჰიჩკოკის „შანტაჟი“, ენტონი ესკვიტის „მეტრო“, ჩარლი ჩაპლინის „მარტივი ქუჩა“ და დუგლას ფერბენქსის „რობინ ჰუდი“.
როგორც ტელეწამყვანი, ნილ ბრენდი ცნობილია ძალიან წარმატებული სერიებით BBC4-ზე: „კინოს ხმა, მუსიკა, რომელმაც კინო შექმნა“ (2013), „სიმღერის ხმა“ (2015), „მიუზიკლების ხმა“ (2017) და „კინომიუზიკლების ხმა“ (2018). ის ასევე გახლავთ რადიო 4-ის კინოპროგრამის მუდმივი წამყვანი, უელსის აბერისტვიტის უნივერსიტეტის აკადემიური წევრი და ლონდონის მუსიკის სამეფო აკადემიის მიწვეული პროფესორი.