შვეიცარიის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შეეძლებათ.
აღნიშნული ცვლილება მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში შევიდა, დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა. 2019 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება უკვე ძალაშია.
„შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი“ – წერია დადგენილებაში, რომელიც იმ ქვეყნების ჩამონათვალს ეხება, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.